2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის:
- შემოდგომის სემესტრი:
ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია - 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით;
ბ) სწავლის დაწყების თარიღი - 2025 წლის 13 ოქტომბერი;
გ) სწავლის დასრულება - 2026 წლის 30 იანვარი;
დ) შუალედური გამოცდების კვირა - 2025 წლის 8 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით;
ე) საშობაო - საახალწლო არდადეგები 2026 წლის 01 - იანვრიდან 07 იანვრის ჩათვლით;
ვ) დასკვნითი გამოცდების პერიოდი -2026 წლის 02 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;
ზ) განმეორებითი გამოცდების პერიოდი 2026 წლის 09 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით;
- გაზაფხულის სემესტრი:
ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია -2026 წლის 09 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით;
ბ) სწავლის დაწყების თარიღი -2026 წლის 16 მარტი;
გ) სწავლის დასრულება -2026 წლის 27 ივნისი;
დ) შუალედური გამოცდების კვირა - 2026 წლის 28 აპრილიდიან 8 მაისის ჩათვლით;
ე) დასკვნითი გამოცდების პერიოდი - 2026 წლის 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით;
ვ) განმეორებითი გამოცდების პერიოდი 2026 წლის 09 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით.
2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
სამაგისტრო/ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის:
- შემოდგომის სემესტრი
ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია -2025 წლის 08 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით (გარდა პირველსემესტრელებისა);
ბ) პირველსემესტრელთა ადმინისტაციული და აკადემიური რეგისტრაცია 2025 წლის 28 სექტემბრიდან - 03 ოქტომბრის ჩათვლით;
გ) სწავლის დაწყების თარიღი -2025 წლის 13 ოქტომბერი;
დ) სწავლის დასრულება -2025 წლის 30 იანვარი;
დ) შუალედური გამოცდების კვირა - 2025 წლის 8 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით;
ე) საშობაო - საახალწლო არდადეგები 2026 წლის 01 - იანვრიდან 07 იანვრის ჩათვლით;
ვ) დასკვნითი გამოცდების პერიოდი -2026 წლის 02 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;
ზ) განმეორებითი გამოცდების პერიოდი 2026 წლის 09 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით;
- გაზაფხულის სემესტრი
ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია-2026 წლის 09 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით;
ბ) სწავლის დაწყების თარიღი -2026 წლის 16 მარტი;
გ) სწავლის დასრულება -2026 წლის 27 ივნისი;
დ) შუალედური გამოცდების კვირა - 2026 წლის 28 აპრილიდიან 8 მაისის ჩათვლით;
ე) დასკვნითი გამოცდების პერიოდი - 2026 წლის 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით;
ვ) განმეორებითი გამოცდების პერიოდი 2026 წლის 09 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით.
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- პროგრამა - ხელოვნებათმცოდნეობა | ხელოვნების ისტორია
- პროგრამა - ქრისტიანობის ისტორია
- პროგრამა - ფსიქოლოგია
დოქტორანტურა არის უნივერსიტეტის ფაკულტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების, სწავლისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტებით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის დოქტორანტურის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის სახელწოდება მოიცავს ტერმინს „დოქტორი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო, შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- პროგრამა - საექთნო საქმე
- პროგრამა - საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- პროგრამა - ფარმაცია
- პროგრამა - ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- პროგრამა - ფსიქოლოგია
ბაკალავრიატი არის უნივერსიტეტის ფაკულტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობ(ებ)ის თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან/და მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.
ბაკალავრიატზე სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაზე შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
ბაკალავრიატის ამოცანებია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, არსებულ მოთხოვნებზე გათვლილი აკადემიური პროგრამების შემუშავება და პროფესიული საქმიანობისათვის სტუდენტის მომზადება.
ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაკალავრიატში მიღების, სწავლისა და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის წესდებით.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. სტუდენტის მიერ საბაკალავრო პროგრამა ითვლება დასრულებულად, თუ მან მოაგროვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები და დადგენილი წესით მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- პროგრამა - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიოეთიკა
- პროგრამა - ბიოფარმაცია
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- პროგრამა - თურქეთისმცოდნეობა
მაგისტრატურა არის უნივერსიტეტის ფაკულტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან/და მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.
მაგისტრატურაზე სწავლის მიზნებია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალობის შეცვლა და უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისებითა და სამეცნიერო კვლევითი ხასიათის პროგრამებით, პირის დოქტორანტურაში შემდგომი სწავლისათვის მომზადება.
მაგისტრატურის ამოცანებია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მისი ინტეგრირება და დამსაქმებლის მოთხოვნებზე გათვლილი აკადემიური პროგრამების შემუშავება და პროფესიული საქმიანობისათვის სტუდენტის მომზადება.
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურაში მიღების, სწავლისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის წესდებით.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით. სტუდენტის მიერ სამაგისტრო პროგრამა ითვლება დასრულებულად, თუ მან მოაგროვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები და დადგენილი წესით მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.