2025 წლის 7 აგვისტოს თამარიუნში გაიმართა ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
საჯარო დაცვის შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა:
სალომე ბატკუაშვილს -(ნაშრომის თემა გახლდათ ,,ასაკისა და გენდერის ზეგავლენა სტრესულ და პრობლემურ სიტუაციებში ქცევის თავისებურებებზე“. ხელმძღვანელი-პროფესორი მაია კალანდარიშვილი.
ხატია დათვიაშვილს - (ნაშრომის თემა გახლდათ ,,აქცენტუაციის რისკ-ტიპების გავრცელებულობა და გავლენა მოზარდის განვითარებაზე“. ხელმძღვანელი-პროფესორი თამარ ჯავახიშვილი.
ჯაბა ჩანქსელიანს -- (ნაშრომის თემა გახლდათ ,,ფსიქოლოგიის სისტემური ორგანიზაციის პრობლემა, მისი გადაწყვეტის ამოცანები მსოფლიოში და საქართველოში“. ხელმძღვანელი-პროფესორი ლევი გეონჯიანი.
ნინო ხანდოლიშვილს -(ნაშრომის თემა გახლდათ ,,მოზარდებთან შინაური ცხოველის ურთიერთობის შედეგები“. ხელმძღვანელი პროფესორი თამარ ჯავახიშვილი.