რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
ჩარიცხვის უფლება მოპოვებული პირებისათვის.
პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
უნივერსიტეტში სასწავლო წელი დაიწყება 26 სექტემბერს.
პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 5 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით,
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე,
მისამართზე დიმიტრი უზნაძის ქ. 68
რეგისტრაცია ნიშნავს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
• განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე; (ივსება ადგილზე)
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
• ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) ნაბეჭდი და ელ ვერსია (CDდისკით)
• პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
• სემესტრული სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სწავლებისწლიური საფასურის 50%)
• დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედროდასხვა) –შესაბამის იცნობა.
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
სემესტრული საფასურის გადახდისთვის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღებისდასახელება: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 204 577 582
მიმღების ბანკი: სს საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000776531801
სემესტრული გადასახადი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შეადგენს:
♦ ფსიქოლოგია- 750ლარი;
♦ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია- 750ლარი;
♦ ფარმაცია - 650ლარი;
♦ საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 750ლარი;
♦ საექთნოსაქმე - 500ლარი;
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599 11 57 44 ბელა სარია.
593 74 38 52 ბორის ზაალიშვილი.