ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- პროგრამა - საექთნო საქმე
- პროგრამა - საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- პროგრამა - ფარმაცია
- პროგრამა - ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- პროგრამა - ფსიქოლოგია
ბაკალავრიატი არის უნივერსიტეტის ფაკულტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობ(ებ)ის თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან/და მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.
ბაკალავრიატზე სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაზე შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
ბაკალავრიატის ამოცანებია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, არსებულ მოთხოვნებზე გათვლილი აკადემიური პროგრამების შემუშავება და პროფესიული საქმიანობისათვის სტუდენტის მომზადება.
ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაკალავრიატში მიღების, სწავლისა და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის წესდებით.
უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. სტუდენტის მიერ საბაკალავრო პროგრამა ითვლება დასრულებულად, თუ მან მოაგროვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები და დადგენილი წესით მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.