მობილობა
საქართველოს საპატრირქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში
მობილობისთვის ჩვენს უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა
რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge
რეგისტრაციის დროს უნივერსიტეტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა მიუთითოთ
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე შემდეგ მისამართზე: თბილისი, დ.უზნაძის 68.
წინასწარ დაგვიკავშირდით: 599 757 0 46 გია სულაბერიძე.
მობილობის მსურველი სტუდენტი გაეცნობა კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.
ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებია:
• განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• ატესტატი / დიპლომი (ასლი)
• სტუდენტის სასწავლო ბარათი
• მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
• წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
ჩარიცხვის შემდეგ წარსადგენი დოკუმენტები:
• ატესტატი (დედანი) / დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4