აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარ მეფის უნივერსიტეტის გამომცემლობა “მირკანმა“ და ლიტერატურულმა სალონმა „მირკანმა“ საზოგადოებას წარუდგინეს მამა ადამ ვახტანგ ახალაძის ახალი წიგნი „ვირტუალური მეხსიერების მისამართებზე“.

პრეზენტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. სალონში შეიკრიბნენ წიგნის რედაქტორ-გამომცემლები და შემფასებლები, ხოლო სხვა დაინტერესებული პირები ღონისძიებას თვალყურს ადევნებდნენ ზუმის ონლაინ პლატფორმაზე.

წიგნის წარდგინების დაწყების წინ მამა ადამმა გააკეთა განცხადება, რომელშიც შეეხო დღეს არსებულ ურთულეს ვითარებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში - რუსეთის მიერ დაწყებული ომს უკრაინაში. რექტორმა არა მარტო სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი უნდა შეასრულოს უნივერსიტეტების მსოფლიო ქსელმა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი კატასტროფები და წინასწარ შეფასდეს არსებული საფრთხეები (სიტყვა ცალკე გამოქვეყნდება).

წარდგინების ღონისძიება გახსნა ლიტერატურული სალონის მამასახლისმა პროფესორმა გია (გრიგოლ) სულაბერიძემ.

სიტყვით გამოვიდნენ: წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი სალომე კაპანაძე, პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, მწერალი და პუბლიცისტი აკაკი მინდიაშვილი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პუბლიცისტი და მწერალი ციცი გურიელი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე, პროფესორი ინგა ღუტიძე.

Created by Joomla.ge