აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „პოლონეთი-საქართველო ორსაუკუნოვანი დიალოგი“  -  მიძღვნილი  კავშირ „პოლონიას“ 25 წლისთავისადმი, გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს ივ. ჯავახიშვილის  სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორმა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა მარიუშ მაშკევიჩმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მადგილემ ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიეებათა დეკანმა ქალბატონმა ნანა  გაფრინდაშვილმა,  საქართველოს  საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ, თსუ-ის პროფესორმა, სლავისტიკის  ინსტიტუტის  ხელმძღვანელმა   ქალბატონმა  მარია ფილინამ  და ვარმია-ნაზურის ოლშტინის უნუვერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა დანუტა ოსოვსკამ.

 

მამა ადამმა თავის მისასალმებელ სიტყვაში მილოცვასა და მისალმებასთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს  გააცნო ქართულ-პოლონორი ურთიერთობების დღემდე უცნობი  ან ნაკლებად ცნობილი  ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ორივე ერის კულტურულ მეხსიერებაში სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს. დარბაზის   მხურვალე გამოხმაურება მოჰყვა თამარიუნის რექტორის მიერ ზოგიერთი  გამოჩენილი ადამიანის, მათ შორის ჰენრიკ ჰრინევსკის, გრიგოლ ვოლსკის, ილია და კირილე ზდანევიჩების, ზბიგნევ ვალიშევსკის, პაპ იოანე პავლე მეორის, ზბიგნევ რელიგას, ჰენრიკ პაპროცკისა და სხვათა დამსახურებათა აღნიშვნას.

გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც მოხსენებები წარადგინეს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა მარიუშ მაშკევიჩმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მადგილემ ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა  და ბელორუსიაში პოლონელთა კავშირის ხელმძღვანელმა პროფესორმა თადეუშ გადინმა.

Created by Joomla.ge