საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის ორგანიზებით წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რუსეცკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, პროფესორი ქეთევან გოგინაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი ნონა ახალაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი ეთერ ვარშანიძე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქეთევან გაგნიძე-მაკკორმიკმა და მინდია გაბიჩვაძემ, ნიდერლანდების სამეფოდან კი მაია კალანდარიშვილმა.