აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და Western Caspian University (ბაქო, აზერბაიჯანი) ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემეორანდუმს. Western Caspian University ერთ-ერთი რეიტინგული უნივერსიტეტია სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანით, სწავლებისა და კვლევის ხარისხით.

წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და Western Caspian University (ბაქო, აზერბაიჯანი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემეორანდუმი მოიცავს აკადემიური, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის ურთიერთგაცვლას, ასევე აკადემიური მასალების, პუბლიკაციებისა და სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

Created by Joomla.ge