ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკურმა უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის Baden-Württemberg-ის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადდა კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად 2022/2023 სასწავლო წლისთვის. გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტი პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას სწავლის, კვლევისა და ინტერნატურისთვის.
სტიპენდიის გაცემის ხანგრძლივობა: 3-10 თვე
სწავლის დაწყების თარიღი: 2022 წლის შემოდგომის სემესტრი (10 ოქტომბერი)
სტიპენდიის ოდენობა: 700 ევრო (თვეში)
სტუდენტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
- სამოტივაციო წერილი
- CV
- სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან
- აკადემიური მოსწრების ამონაწერი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ინგლისური ენა - B1 დონე, სასურველია გერმანული ენის ცოდნა A1-დონეზე, თუმცა ეს კონკურსში მონაწილეობის წინაპირობად არ განიხილება).
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი, აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართება 2022 წლის 1 მარტს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში. საბოლოო ნომინირება ხდება ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტისა და Baden-Württemberg-ის ფონდის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.bw-stipendium.de/de/
საკონტაქტო პირები:
ინგა ღუტიძე, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახური; ელ-ფოსტა:
Naomi Hiroe-Helbing, International Office, Katholische Hochschule Freiburg (Catholic University of Applied Sciences); E-Mail: