აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკურმა უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის Baden-Württemberg-ის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადდა კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად 2022/2023 სასწავლო წლისთვის. გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტი პარტნიორი უნივერსიტეტის   სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას სწავლის, კვლევისა და ინტერნატურისთვის.

სტიპენდიის გაცემის ხანგრძლივობა: 3-10 თვე 

სწავლის დაწყების თარიღი: 2022 წლის შემოდგომის სემესტრი (10 ოქტომბერი) 

სტიპენდიის ოდენობა: 700 ევრო (თვეში)

სტუდენტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
  • სამოტივაციო წერილი
  • CV
  • სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან
  • აკადემიური მოსწრების ამონაწერი
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ინგლისური ენა - B1 დონე, სასურველია გერმანული ენის ცოდნა A1-დონეზე, თუმცა ეს კონკურსში მონაწილეობის წინაპირობად არ განიხილება).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი, აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართება 2022 წლის 1 მარტს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში. საბოლოო ნომინირება ხდება ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტისა და Baden-Württemberg-ის ფონდის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://www.bw-stipendium.de/de/

საკონტაქტო პირები:

ინგა ღუტიძე, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახური; ელ-ფოსტა:

Naomi Hiroe-Helbing, International Office, Katholische Hochschule Freiburg (Catholic University of Applied Sciences); E-Mail:

Created by Joomla.ge