აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ქვემოთ მითითებულ ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე  კანდიდატთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი:

ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;

დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

  1. შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობა;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

  1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

  1. ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

  1. სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან;

კონკურსანტთა განცხადებების მიღება განხორციელდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

კონკურსანტმა განაცხადაში უნდა მიუთითოს რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე შემოაქვს განაცხადი, დაურთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა (16-20 სექტემბერი); მეორე ეტაპი - კანდიდატთან გასაუბრება 23-27 სექტემბერი;

Created by Joomla.ge