ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ქვემოთ მითითებულ ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი:
ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;
დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
- შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობა;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან;
კონკურსანტთა განცხადებების მიღება განხორციელდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
კონკურსანტმა განაცხადაში უნდა მიუთითოს რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე შემოაქვს განაცხადი, დაურთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა (16-20 სექტემბერი); მეორე ეტაპი - კანდიდატთან გასაუბრება 23-27 სექტემბერი;