საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, კალათბურთის მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჟურნალისტი, ქართულ-ებრაული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის აღორძინებისა და საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწინვალების, ღირსებისა და საქართველოს სამეფო გვირგვინის ორდენების კავალერი ჯამლეტ ხუხაშვილი და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს.