აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დღეს თამარ მეფის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საფოლკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ მარტელი. პიტერ მარტელი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ, არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფესორ გრიგოლ სულაბერიძესა და სერვისებისა და კომუნიკაციის სამსახურის კურატორს პროფესორ ინგა ღუტიძეს.

გაიმართა საქმიანი საუბარი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე აშშ-ის გამოცდილების გაზიარების გზით. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების შემუშავება პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებით. ამ მიზნით სასურველია, მოხდეს უმაღლესი და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემაში „პაციენტის უსაფრთხოების საფუძვლების“, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვა და სილაბუსის ამერიკულ მხარესთან შეჯერება. ყურადღება გაამახვილეს პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებისა და მისი შედეგების ხელმისაწვდომობისა და პროფესიულ წრეებში გავრცელების მნიშვნელობაზე.

Created by Joomla.ge