აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ეს ხატი 2013 წლის 15 მარტს ჩამობრძანდა იერუსალიმიდან საქართველოში და იმავე დღეს დაიდო ბინა თამარიუნში. 

ხატი იერუსალიმის ენ კარემის დედათა მონასტრის საჩუქარია. იგი სპეციალურად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისთვის შეიქმნა წმინდა მიწაზე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის ლოცვა-კურთხევით.

იერუსალიმის დედა ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებული შერეული ტექნიკითაა შესრულებული ელეონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მონასტრის მონოზონ სვინკლიტიკიასა (ნაქარგობა) და საბა განწმენდილის მონასტრის ერთი ბერის მიერ (ფერწერა; ბერმა თავად ინება მისი სახელი უცნობად დარჩენილიყო). 

დღეს ხატის წინაშე ისევ ვლოცულობდით საქართველოს, მთელი კაცობრიობისა და ჩვენი უნივერსიტეტის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

Created by Joomla.ge