აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მსახურება აღსრულდა რვა მღვდელმსახურისა და ერთი დიაკვნის მონაწილეობით. უფალმა შეისმინოს ჩვენი ერთობლივი ლოცვა! ამინ!

ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, წმიდაო მართალო იოსებ, წინასწარმეტყველო სვიმეონ ღჳთისა მიმრქმელო, პატიოსანო და დიდებულო ნათლისმცემელო უფლისაო იოანე, წმიდათა შორის მამაო ჩვენო ნიკოლოზ, წმიდაო მთავარმოწამეო გიორგი, დედაო ნინო და ყოველნო წმიდანნო, მფარველნო ანგელოსნო და მთავარანგელოსნო, ევედრენით უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა, ერთარსსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რაჲთა დაიცუას საპატრიარქო უნივერსიტეტი ესე სახელსა ზედა წმიდისა დიდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა ყოვლისაგან რისხვისა, მეხისა, ცეცხლისა, სეტყვისა, წყალდიდობისა, ბოროტ ადამიანთა თავდასხმისა, ძარცვისა, გაპარტახებისა და განსყიდჳსაგან, შეჭირვებისა, ურწმუნოებისა, ერესისა, ომისა და ყოველგვარი უბედურებისაგან, რაჲც წარწყმიდავს სულსა და ხორცსა ჩუენსა და იყოს ამას შინა შემწეობა მამა ღმერთისა, ძე ღმერთისა და სულიწმიდა ღმერთისა. ამინ!

Created by Joomla.ge