გაიმართა თამარ მეფის უნივერსიტეტის სამეცნიერო, ფილოსოფიური, ლიტერატურული და ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემის „ქართული ალმანახის“ სარედაქციო ჯგუფის ონლიან სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ალმანახის მთავარი რედაქტორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.
შეკრების დღის წესრიგი ასეთი იყო:
- „ქართული ალმანახის“ კონცეფციის პრერზენტაცია;
- საორგანიზაციო საკითხები:
- რედაქციაში მასალების შემოსვლისა და დამუშავების წესებისა და ავტორებისთვის შემუშავებული სამახსოვროს განხილვა
- ალმანახის ახალი გამოცემების დაგეგმვა
- სარედაქციო ჯგუფის მუშაობის წესები.
მრავალი მიზეზის გამო რამდენიმე წელი ეს დიდებული საქმე ვეღარ გრძელდებოდა, თუმცა გარკვეული სამუშაო მაინც სრულდებოდა და ალმანახის პორტფელში გარკვეული მასალები დაგროვდა კიდეც.
სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს კმაყოფილება უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და ადმინისტრაციის ინიციატივის გამო, აღდგეს და გაგრძელდეს „ქართული ალმანახის“ გამოცემა. ამ მიზნით რედაქციაში თანამშრომლობისათვის მოწვეულია ახალი კადრები.
ვულოცავთ „ქართულ ალმანახს“ გზის გაგრძელებას და ვუსურვებთ აურაცხელ წარმატებას, ხოლო მის მკითხველს - ბედნიერებასა და ჯანმრთელობას!
ძვირფასო მეგობრებო, „ქართული ალმანახის“ფურცლებზე შეხვედრამდე!