„სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური“ აგრძელებს აქტივობებს.
შეიქმნა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-მოდული ,,დასაქმების შესაძლებლობები საქართველოში“. მოდულით გათვალისწინებულია სამი ტრენინგის ჩატარება. სამიზნე აუდიტორია - უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.
2024 წლის 8 აპრილს ჩატარდა პირველი შეხვედრა. მოდულის პირველი ტრენინგის თემატიკა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
- დასაქმების ელექტრონული პლათფორმები;
- სამოტივაციო წერილის სტრუქტურა, მნიშვნელობა.
ტრენინგს უძღვებოდა სამსახურის უფროსი მაგდა ბარამიძე. ტრენინგის მსვლელობაში ჩაერთნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ლევ გეონჯიანი და მარინა ჯაღიაშვილი.
სტუდენტებმა უკუკავშირისას აღნიშნეს, რომ შეხვედრა მეტად ნაყოფიერი და სასარგებლო იყო.
სამსახური კვლავ გააძელებს კარიერასთან დაკავშირებული რჩევების, შესაძლებლობებისა და სერვისების შეთავაზებას სტუდენტებისთვის.