საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ და დუზჯეს უნივერსიტეტის (დუზჯე, თურქეთი) რექტორმა, პროფესორმა ნიგარ დემირჯან ჩაქარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის შესახებ.
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტს (დუზჯე, თურქეთი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის შესახებ მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლას საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საექთნო საქმის, ფარმაციის, ფსიქოლოგიის, თურქეთისმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა, რომელიც ათეულობით წელია წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, ხელს შეუწყობს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას უნივერსიტეტებს შორის, ასევე ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს შორის.