აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

2024 წლის 26-29 ივნისს ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოება ,Society for Psychotherapy Research-SPR, აწყობს რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციის მისიაა "სიმპტომების ცვლილების მიღმა: საზოგადოებრივი ღირებულებების განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა".

ოტავის კონფერენციის მისია მოითხოვს კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ სიახლეებს ფსიქოთერაპიის კვლევაში, რათა გააფართოვოს მისი როლი გლობალურ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საზოგადოების გაუმჯობესებაში. ამ კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილია ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების, ტრავმის ინსტიტუტთან არსებული საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფით. ჯგუფის დამაარსებელი და სპიკერია ფსიქოლოგიის დოქტორი, წმ. თამარის უნივერიტეტის პროფესორი მაია კალანდარიშვილი ( ჰოლანდია).

ჯგუფის წევრები 2018 წლიდან არიან SPR –ის წევრები და ქმიან ამ ორგანიზაციის წარმომდგენლობას საქართველოში. ჯგუფი რეგულარულად მონაწილეობს ამ ორგანიზაციის ყოველწლიურ კონფერენციებში ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საუნივერისტეტო ქალაქებში. ბრიუსელი,ჰაიდელბურგი, დენვერი, დუბლინი,ამსტერდამი და. ა.შ.

2024 წელს ჯგუფი კონფერენციაზე წარმოადგენს კვლევას „მშობლის დეფიციტის ტრავმის ზემოქმედება შვილების ცხოვრების ხარისხზე. კვლევის მიზანია შევაფასოთ მშობლის დეფიციტის ტრავმის ზემოქმედება შვილების
პიროვნულ თვითშეფასებაზე ,მენტალურ ჯანმრთელობასა და მათ კონკრეტულ ქცევებზე.

2024 წელს კვლევაში მონაწილეობდა მარიამ კელენჯერიძე, წმ თამარ ნეფის უნივერისტეტის მე -4 კურსის სტუდენტი, მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნული კვლევის საპილოტე ეტაპზე.

Created by Joomla.ge