საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში 12 მაისს 15:00 საათზე გაიხსნება ცნობილი ქართველი მეცნიერის - საფრანგეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფსიქოლოგის, ფიზიოლოგის, ქიმიკოსისა და საზოგადო მოღვაწის - ბარბარე ყიფიანის სახელობის ფსიქოლოგიის ლაბორატორია.