აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

2024  წლის  7  ივნისი   13:00  სთ.    

მოსწავლეთა  ნამუშევრების  გამოფენა

 

სააქართველოს  საპატრიარქოს  თამარ  მეფის  სახელობის  უნივერსიტეტში  უკვე  მრავალი  წელია  ფუნქციონირებს  ესმა ონიანის  სახელობის  სტუდია. უნივერსიტეტის  რექტორის,  არქიმანდრიტ ადამის ხელმძღვანელოვბით მიმდინარეობს  სასწავლო-სააღმზრდელო   პროცესი, რომელიც, უნივერსიტეტის მისიის  შესაბამისად,   ხელს  უწყობს სოციალური  მსახურების  იდეის  განხორციელებას. სტუდიაში  შექმნილია  მიზნობრივი  საგანმანათლებლო  პროგრამები, სამუშაო  გარემო,  მატერიალური  რესურსები, რომლებიც  ემსახურება მონაწილეთა  მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების განხორციელებას.

2024  სასწავლო  წლიდან უნივერსიტეტმა   გააფართოვა  თავისი  საქმიანობა და სასწავლო  ციკლებში  სკოლის  მოსწავლეები  ჩართო. სტუდიაში შეისწავლება ხატვა, ხაზვა, ფერწერა, კომპოზიცია, ძერწვა, კერამიკის, შუშისა და სხვა მასალის ნაკეთობების მოხატვა, დიზაინი და მრავალი სხვა;

ესმა ონიანის სტუდიაში სასწავლო  საქმიანობას  წარმართავენ  ხელოვნების მასწავლებლები, გამორჩეული ხელწერის მხატვრები, ქალბატონები იზოლდა თავაძე  და მაია კაციტაძე. დღეს ისინი  საუნივერსიტეტო  საზოგადოებას ნახევარწლიანი  საქმიანობის  ანგარიშს  წარუდგენენ. 

გამოფენის  სტუმრებს  მოსწავლეებიის  მიერ   შექმნილ  ზღაპრულ  სამყაროში  მოგვიწევს  დაუვიწყარი  მოგზაურობა.   

მოსწავლეთა  ნამუშევრების  გამოფენას უმასპინძლებს უნივერსიტეტის მესხური  დარბაზი .

 

მისამრთი: დიმიტრი  უზნაძის N 68  სააქართველოს  საპატრიარქოს  თამარ  მეფის  სახელობის  უნივერსიტეტი,  მესხური  დარბაზი, IV სართული.

Created by Joomla.ge