აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 

სააქართველოს  საპატრიარქოს  თამარ  მეფის  სახელობის  უნივერსიტეტში  უკვე  მრავალი  წელია  ფუნქციონირებს  ესმა ონიანის  სახელობის  სტუდია. უნივერსიტეტის  რექტორის,  არქიმანდრიტ ადამის ხელმძღვანელოვბით მიმდინარეობს  სასწავლო-სააღმზრდელო   პროცესი, რომელიც, უნივერსიტეტის მისიის  შესაბამისად,   ხელს  უწყობს სოციალური  მსახურების  იდეის  განხორციელებას.

სტუდიაში  შექმნილია  მიზნობრივი  საგანმანათლებლო  პროგრამები, სამუშაო  გარემო,  მატერიალური  რესურსები, რომლებიც  ემსახურება მონაწილეთა  მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების განხორციელებას.

2024  სასწავლო  წლიდან უნივერსიტეტმა   გააფართოვა  თავისი  საქმიანობა და სასწავლო  ციკლებში  სკოლის  მოსწავლეები  ჩართო. სტუდიაში შეისწავლება ხატვა, ხაზვა, ფერწერა, კომპოზიცია, ძერწვა, კერამიკის, შუშისა და სხვა მასალის ნაკეთობების მოხატვა, დიზაინი და მრავალი სხვა.

ესმა ონიანის სტუდიაში სასწავლო  საქმიანობას  წარმართავენ  ხელოვნების მასწავლებლები, გამორჩეული ხელწერის მხატვრები, ქალბატონები იზოლდა თავაძე  და მაია კაციტაძე. დღეს მათ  საუნივერსიტეტო  საზოგადოებას ნახევარწლიანი  საქმიანობის  ანგარიში  წარუდგინეს.

მოსწავლეთა  ნამუშევრების  გამოფენას მასპინძლობდა უნივერსიტეტის მესხური  დარბაზი .

 

 

Created by Joomla.ge