17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
17 ნოემბერი მსოფლიოს სტუდენტების ერთიანობისა და სოლიდარობის დღეა! საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი უერთდება სტუდენტთა დღესასწაულს და ყველა სტუდენტს ულოცავს ამ ფერად დღეს.
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რუსეცკი სტუდენტთა აქტიური ჩართულობით 12:00 საათზე წაიკითხავს მოხსენებას საუნივერსიტეტო სამოქალაქო საზოგადოება. შემოგვიერთდით!