26 ივნიის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ხატია დათუაშვილმა და თინათიმ ნორაკიძემ ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ორი უდიდესი წარმომადგენლის აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის და პროფესორ ნათელა იმედაძის ხსოვნასადმი მიძღვნილი შესანიშნავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მეოთხე კურსელთაგან ესტაფეტა ღირსეულად მიიღეს ფსიქოლოგიის პროგრამის პირველკურსელებმა: ინდირა ართმელაძემ, ინა მგდესიანმა, ელენე მარგიანმა.
პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დარგის სპეციალისტ პროფესორ - მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად პროფესიული იდენტობის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და ფსიქოლოგიის ქართული სკოლის სხვა ღირსეული წარმომადგენლები:დიმიტრი უზნაძე,რევაზ ნათაძე, ვლადიმერ ნორაკიძე,ფატი ხუნდაძე,იათო კოტეტიშვილი,ნინო ადამაშვილი,გიორგი კეჩხუაშვილი, ამირან გრიგილავა,დავით ანდღულაძე და სხვები პატივისცემით და მადლიერებით გაიხსენეს.
საგულისხმოა,რომ საპატრირქოს წმ.თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ისტორიის კვლევას გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია.
შეხვედრა გამორჩეულად თბილ,სასიამოვნო და აკადემიურ გარემოში მიმდინარეობდა.