წარმატებით დასრულდა ჩვენი სტუდენტების პრაქტიკა 23-ე სკოლის ფსიქოლოგ მასწავლებელთან თეა აბულაძესთან! ჩვენს პატარა მეგობართან ყოველი შეხვედრა და მათი ყოველი წარმატება ზეიმი იყო სტუდენტებისათვის და პრაქტიკის ხელმძღვანელებისათვის. დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია მისია, რომელსაც ასრულებს ფსიქოლოგი მასწავლებელი სკოლაში, როგორი მხარდაჭერა სჭირდება და რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიის ბაკალავრების მომზადება ამ მიმართულებით - ყოველი ჩვენი ბაკალავრი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ცადნას და უნარებს ფსიქოლოგ მასწავლებლის ასისტენტის ფუნქციების შესასრულებლად.
პრაქტიკას განვიხილავდით როგორც საპილოტე პროექტს ბაკალავრების მოსამზადებლად. უღრმესი მადლობა ქალბატონ თეა აბულაძეს სტუდენტებთან შემოქმედებითი მუშაობისათვის! გვაქვს სტუდენტური პრაქტიკის სრულყოფილი მოდელი!