აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

12-28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის

უნივერსიტეტი სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით მართავს

სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების

ფორუმს.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ხელმძღვანელობს ფორუმის დარბაზი შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), ამავე უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი ბელა სარია, თურქული მხრიდან, დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი, დუზჯეს უნივერსიტეტის ქართულის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა სალია, პირველი საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის "საზღვრებს მიღმა" დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.

ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში

12-13 აპრილს ჩატარდა შემეცნებითი აქტივობები დიასპორებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის; მალე გააახლებთ ამ ღონისძიებების ამსახველ მასალას.

დღეს, 14 აპრილს გაიმართა მხატვრული ტექსტების საჯარო კითხვა. აუდიტორიამ მოუსმინა ჩვენი დროის გამორჩეულ ავტორს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს. მხატვრული ტექსტების საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღეს მოზარდებმა

ოკუპირებული და ბუფერული ზონებიდან (აფხაზეთი, სამაჩაბლო), ასევე ისტორიული ჰერეთიდან და დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა; მოსწავლეებმა ტანძიიდან, წნორიდან, თბილისიდან.

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი ადა მარშანია და პირველი საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის "საზღვრებს მიღმა" დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.

აქვე დაისახა სამომავლო გეგმები.

Created by Joomla.ge