ფორუმის კონცეფცია
12-28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის
უნივერსიტეტი სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით მართავს
სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების
ფორუმს.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ხელმძღვანელობს ფორუმის დარბაზი შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), ამავე უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი ბელა სარია, თურქული მხრიდან, დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი, დუზჯეს უნივერსიტეტის ქართულის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა სალია, პირველი საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის - „საზღვრებს მიღმა“დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.
ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება შმდეგი ღონისძიებები:
- 12-13 აპრილი - შემეცნებითი აქტივობები დიასპორებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის;
- 14 აპრილი - მხატვრული ტექსტების საჯარო კითხვის დღე. მხატვრული ტექსტების საჯარო კითხვაში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები
ოკუპირებული და ბუფერული ზონებიდან (აფხაზეთი, სამაჩაბლო), ასევე ისტორიული ჰერეთიდან და სტუდენტები თურქეთიდან;
- 16 აპრილი - ქართული პოეზიის საღამო;
- 23 აპრილი - IV საერთაშორისო კონფერენცია;
- 24 აპრილი - კალიგრაფიის მასტერკლასი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში . მასტერკლასს გაუძღვება დავით მოისწრფიშვილი;
- 25-27 აპრილი - „ქართული ენის დღე“ თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში.
სართაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული მიმართულების სტუდენტების მიერ წარმოდგეილი იქნება თემები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფო ენის, ასევე საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლას, დაცვასა და განვითარებას.
ქართული სიტყვაკაზმული პოეზიის ნიმუშებს ფორუმის მონაწილეების წინაშე წარადგენენ ცნობილი მსახიობები;
კალიგრაფიის მასტერკლასს წარუძღვება ახალგაზრდა კალიგრაფი დავით მოისწრაფიშვილი, რომელიც ფორუმის მონაწილეებს დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის. ისინი გაეცნობიან ქართულ დამწერლობას, შეძლებენ ულამაზესი დამწერლობით შექმნან კალიგრამა, რომელიც სამახსოვროდ დარჩებათ; ეზიარებიან კალმისა და მელნის ხელოვნებას, იმოგზაურებენ ისტორიულ წარსულში, გამოცდიან წერის სასიამოვნო და ჯადოსნურ პროცესს.
ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო, სასწავლო და შემეცნებით
სემინარებს გამართავენ დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორები: მელისა
ოზგუნი, მაკა სალია, შორენა ლომაია, ზეკი მერგანი - ქართული ენის
მასწავლებელი დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციიდან, ორჰან ბერიძე -
სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრიდან,
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე), ამავე უნივერსიტეტის ვიცე-
რექტორი ბელა სარია, ქართველი კალიგრაფი: დავით მოისწრაფიშვილი.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
მისიის შესაბამისად ზრუნვა სახელმწიფოებრივი აზროვნების მოქალაქეების
აღზრდაზე უნივერსიტეტის საქმიანობის უმთავრესი საგანია. უნივერსიტეტი
სამომავლოდაც გეგმავს სისტემური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი და
საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელებას, რათა სტუდენტთა ცნობიერებაში
14 აპრილი აღიბეჭდოს , როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი
ყველაზე გამორჩეული თარიღი, ეროვნული ცნობიერების გაღვიძების დასაწყისი
- სახელმწიფო ენის დღე.