აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა    საინფორმაციო  შეხვედრები დაიწყო!

2025 წლის 19 მარტს შედგა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და რუსთავის საჯარო სკოლების  წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის მიზანი   იყო     რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების წარდგენა.

შხვედრას მასპინძლობდა  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის  რუსთავის სასწავლო ბაზის  ხელმძღვანელი პროფესორი გარი  ჩაფიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საჯარო  სკოლების დირექტორები და  მასწავლებლები.

უნივერსიტეტის  სახელით  წარდგენას უძღვებონენ ქალბატონი მაგდა ბარამიძე - ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიეებათა  ფაკულტეტის  დეკანი, სანდრო კვერენჩხილაძე ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასევე უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი პროფერსორი გრიგოლ სულაბერიძე.

შეხვედრა  გულთბილ და  საქმიან გარემოში წრიმართა.დარბაზი დიდი ინტერესით ისმენდა  ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ.  იმ შესაძლებლობების   ჩამონათვალს, რომელთა  გამოც  აბიტურიენტებმა თამამად  შეძლება მიიღონ გადაწყვეტილება თამარიუნის  სასარგებლოდ, რადგან უნივერსიტეტის სოციალური მსახურების მისიის შესაბამისად, განათლებაზე ხელმისაწვდომა გარანტირებული ექნება  თამარიუნის ყველა სტუდენტს. მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა აუდიტორიისთვის ის, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს აქვთ შრომის ბაზარზე  დასაქმების მაღალი პერსპექტივა, სტუდენტური საცხოვრისი ახალგაზედებს ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ერთეულებიდან, ახალგაზრდებს  უკლებლივ ყველა სტუდენტს  სტუდენტური სერვისების მაქსიმალური ხელშწყობა, გაძლიერებული, პროფესიული ინგლისური, პირველიდან მეოთხე კურსის ჩათვლით, რაც  ინტერნაციონალიზაციის პროცესებში  სტუდენტთა  ჩართვის მყარი გარანტიაა.  ჩამონათვალი შეგვეძლო   გაგვეგრძელებინა...

მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა  წარმატებული იყო. ვემზადებით  აბიტურიენტებთან პირისპირ  შეხვედრებისათვის. ვიმედოვნებთ, ჩვენს საინფორმაციო კამპანიას უნივერსიტეტის ცნობიერების გაზრდისათვის გადამწყვეტი   მნიშვნელობა ექნება.

წარმატებას ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თამარიუნიში სწავლას  აირჩევს  საკუთარი  პიროვნული თუ კარიერული განვითარბის  ასპარეზად.

 უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი

  პროფესორი ბელა სარია

Created by Joomla.ge