საქართველოს განათლების სამინისტრომ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის ცენტრალიზებული მხარდაჭერისათვის 23-24 სექტემბერს ჩაატარა კონფერენცია.
კონფერენციის თემა: წინასწარი სწავლის აღიარება.
კონფერენციის სპიკერი: კევინ გიომი
განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი განათლების სფეროში არის ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტის პიროვნულ განვითარებასა და მზადყოფნას სამუშაო ბაზრისთვის. ასევე, სტუდენტთა საერთაშორისო განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას უნივერსიტეტთაშორის კამპუსებში, სადაც სხვადასხვა სტუდენტურ ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან საკუთარი პროგრამები და ისარგებლონ მობილობით სწავლების ყველა ეტაპზე. ამ ინიციატივის მეშვეობით ადგილობრივ სტუდენტებს მიეცემათ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათ დაეხმარება საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
ევროპის უნივერსიტეტის ინიციატივაში მონაწილეობა ასევე შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიდევ ერთ პრიორიტეტს, რომელიც არის თანასწორობისა და ჩართულობისა ხელშეწყობა უმაღლეს სასწავლებლებში თითოეული სტუდენტისთვის ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნით მრავალფეროვანი მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის საფუძველზე.
კონფერენციაზე განიხილვის საგანი იყო:
• ევროპის უნივერსიტეტების ინიციატივაში მონაწილეობის ეროვნული სტრატეგიებისა და პრიორიტეტების პერსპექტივები;
• გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებსაც აწყდებa ეროვნული ხელისუფლება უმაღლესi სასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობაში ;
• ეროვნულ ხელისუფლებასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები;
კონფრენციის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, ვიცე-რექტორი ბელა სარია და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გია სულაბერიძე.