საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო სტუდიაში წარმატებით ფუნქციონირებს ხაზვისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებები.
სტუდიაში მეცადინეობები ტარდება ყოველდღიურად, მოსწავლეთა ასაკი 5-დან 22 წლამდეა.
ნორჩი მხატვრები ინტერესით ეცნობიან სახვითი ხელოვნების საფუძვლებს: კომპოზიციის შექმნის წესებს, ფერთა შეხამებას და გრაფიკას. 17 წლიდან სტუდიის აღსაზრდელები ეუფლებიან აკადემიური ხატვისა და ხაზვის საფუძვლებს.
სამხატვრო სტუდიის პედაგოგები იზოლდა თავაძე და მაია კაციტაძე ხელს უწყობენ უნივერსიტეტის ბაზაზე სახელოვნებო განათლების ევროპული განზომილების მოთხოვნათა შესაბამისი სტანდარდტების დამკვიდრებას; სახვითი ხელოვნების საუკეთესო საგანმანათლებლო ტრადიციების განხორრციელებას; მოსწავლეთა შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზებას.
სტუდიის ყოველი წევრი განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით ეუფლება შერჩეულ სახელოვნებო საგანს.
ნორჩი მხატვრები გულანთებული თამარიუნელები არიან. ისინი ახლაც დიდი მიონდომებით ქმნიან ნამუშევრებს „ორი სხივის“ პირველი საბავშვო ნახატების გამოფენისათვის, რომლებიც შეიქმნა უნივერსიტეტის რექტორის , არქიმანდრიტ ადამ ახალაძის შემოქმედების მიხედვით.
ესმა ონიანის სამხატვრო სტუდია ღიაა ყველა მსურველისათვის.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
ტელეფონი: 577 33 80 44