აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

31 ივლისს პროექტს „საზღვრებს მიღმა“ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა.

პროექტის ხელმძღვანელები ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო და უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის დასის წევრები, რეჟისორი ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი, ტექნიკური რეჟისორი მაკა მიდოდაშვილი და დასის ტექნიკური პერსონალი გამორჩეული პატივით მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა.

სტუმრებმა სახელდახელოდ გამართულ სცენაზე წარადგინეს სპექტაკლი „HELADOS”-ი. პატარა მსახიობებმა სპექტაკლიდან რამდენიმე ეპიზოდი წარმოადგინეს,რისთვისაც კვლავ მქუხარე ტაში და ოვაციები დაიმსახურეს. ამის შემდეგ ნორჩმა მსახიობებმა დარბაზში გადაინაცვლეს და ამჯერად მათ წინაშე წარდგნენ პარლამენტის წევრები, რომლებიც სპექტაკლის ნახვით გამოწვეულ ემოციებს გულღიად გამოხატავდნენ ბატონები: ბექა ოდიშარია, გია ვოლსკი, ვლადიმერ კონსტანტინიდი, რუსლან აბაშიძე... ზოგადად ყველა გამომსვლელი ხაზგასმით საუბრობდა ამ დიდებული ეროვნული საქმის მნიშვნელობაზე, რომ მსგავსი მასშტაბურობის პროექტი ქვეყნისთვის იშვიათობას წარმოადგენდა და ისინი მზად არიან შემდგომი პროექტების განხორციელებაში ყოველთვის გვერდით დაუდგნენ ფონდს Diaspora Alliance For Georgia - დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის, მის პრეზიდენტს-თიკა სვანიძე-ვენკოს და პროექტში გაერთიანებულ მონაწილე როგორც უცხოეთის ქართველობას, ისე საქართველოს წარმომადგენლებს. დასასრულ პარლამენტარებმა საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს პროექტის ავტორი თიკა სვანიძე-ვენკო უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ბელა სარია და პროექტში მონაწილე თითოეული წარმომადგენელი.

Created by Joomla.ge