აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

4 ნოემბერს თამარ მეფის უნივერსიტეტში „დირექტორთა საერთაშორისო ლიგა “KERIM”-ის (ყაზახეთი), საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო ჯგუფ FEYDEY-ისა (შვეიცარია) და საგანმანათლებლო ცენტრ “Global SAPA”-ს (ყაზახეთი) თანამშრომლობითა და ორგანიზებით საერთაშორისო პროგრამის „პედაგოგის პროფესიული განვითარება: ტრადიციები და ცვლილებების“ ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სახალხო პედაგოგიკა თანამედროვეობის გლობალური გამოწვევების პირობებში“

კონფერენციის მოდერატორი გახლდათ ტლეკტეს შინგუჟინოვა - დირექტორთა საერთაშორისო ლიგა “KERIM”-ის (ყაზახეთი) ვიცეპრეზიდენტი, საგანმანათლებლო ცენტრ “Global SAPA”-ს (ყაზახეთი) დამფუძნებელი, ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების საპატიო მუშაკი.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ; დირექტორთა საერთაშორისო ლიგა “KERIM”-ის (ყაზახეთი) პრეზიდენტმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების საპატიო მუშაკმა ქალბატონმა გალია სიზდიკოვამ; ბრიტანული სკოლა-პანსიონის Malvern College Switzerland-ის გენერალურმა დირექტორმა, საგნმანათლებლო ჯგუფ FEYDEY-ის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მახვილაძემ (შვეიცარია).

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

პროფესორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე (საქართველო),საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პრევენციული მედიცინის, განათლების, ხელოვნების, მწერალთა და მეცნიერთა აკადემიების წევრი.
საუნივერსიტეტო განათლება. უნივერსიტეტი და თანამედროვე სამყარო.

ზამირა ბაუბეკოვა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ტურან-ასტანის უნივერსიტეტის პროფესორი, ყაზახეთის რესპუბლიკის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (ყაზახეთი).
პიროვნების ეთნოპედაგოგიური პროექტირება.


გულჟანატ აბდრამანოვა (ყაზახეთი), ქ. ნურ-სულტანის 67-ე სკოლის დირექტორი, ეკონომიკის მაგისტრი, განათლების ტრენერი.
მშობლობის ინსტიტუტი სასკოლო განათლების სისტემაში.

ალექსანდრე რუსეცკი (საქართველო), ფსიქოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
განათლების სისტემის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

ბოგატოზ ნურლანოვა (ყაზახეთი), ქ. ნურ-სულტანის 22-ე სკოლა-გიმნაზიის ბიოლოგიის, ქიმიისა და თვითშემეცნების მასწავლებელი, პედაგოგიკის მაგისტრი, ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების საპატიო მუშაკი.
სასკოლო დისციპლინის „თვითშემეცნების“ სწავლებისას სულიერ-ზნეობრივი განათლების პროგრამების რეალიზაციის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შეფასება.

ოლღა დოროხინა (საქართველო), საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.
განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია.

თამარ კაპანაძე (საქართველო), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ლიდერულ განათლებაში, მართვის მეცნიერების დოქტორი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, მასწავლებელთა ატესტაციის კრიტერიუმების სახელმწიფო კომისიის წევრი.
განათლების სისტემის რეფორმის შედეგები (პრაქტიკული რეკომენდაციები).

კონფერენციის შედეგების შეჯამების შემდეგ მიღებული იქნა რეზოლუცია.

კონფერენციისა და სემინარ-ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

Created by Joomla.ge