16 მაისს 15:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონი ,,მირკანი“ უმასპინძლებს პროფესორ თამარ პაიჭაძეს.
ქალბატონი თამარი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქეთევან დედოფალი - ისტორია (მარტვილობა) და ქართულ-ევროპული ლიტერატურული რეფლექსიები“.
ლექცია ჩატარდება თამარიუნის მეშვიდე აუდიტორიაში.