საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრის ინიციატორი გახლდათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა ბარამიძე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის;
- ტრენინგების ციკლის შეთავაზება საგანმანათლებლო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის და სტუდენტებისთვის;
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული განათლების სეგმენტის დანერგვის გზით.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში წარდგენილი იქნა სამსახურის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში 2024 წლისთვის დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს იმ პროფესიულ პროგრამებსა და მიმართულებებზე რომლებიც შესაძლოა დაინერგიოს და ამოქმედდეს უნივერსიტეტის ბაზაზე. თანამედროვე გარემოში, პროფესიული განათლება აღარ ისწავლება მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ის ხელმისაწვდომია, როგორც სკოლასა და კოლეჯში, ასევე უმაღლეს სასწავლებელში. თითოეული სტუდენტისთვის ფასდაუდებელია საუნივერსიტეტო განათლების მიღების პარალელურად დაეუფლოს რომელიმე, მისთვის სასურველ პროფესიას. ამ მიმართულებით უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება - დასრულდა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა. უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილეს რამდენიმე სამომავლოპროგრამა მომზადება-გადამზადების მიმართულებით:
- შინ მოვლა;
- სურსათის უვნებლობის მენეჯერი;
რაც შეეხება გრძელვადიან მომზადების პროგრამებს, აქ მუშაობა დაიწყება შემდეგი მიმართულებებით:
- თმისა და სილამაზის მომსახურება (ვიზაჟის მიმართულება);
- საიუველირო საქმე;
- საექთნო განათლება;
- საბავშვო ბაღის აღმზრდელი;
- საოფისე საქმე.
სამსახურის უფროსი უძღვება რენტაბელური პროგრამების მომზადების აქტივობებს, რათა უნივერსიტეტი მოემზადოს აკრედიტაციის პროცესისთვის.