საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის კუიავო-პომერსკის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების - Fundacja Court Watch Polska-ის, Fundacja Daj szansę-ის, Fundacja Stabilo-ის, Instytut Dyskursu i Dialogu-ის, Stowarzyszenie Jestem-ისა და Stowarzyszenie Współpraca-ის გაერთიანებული ფედერაციის წარმომადგენელთა დელეგაცია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ, პროფესორებმა ალექსანდრე რუსეცკიმ და ოლღა დოროხინამ სტუმრებთან ერთად განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პროგრამების, ინკლუზიური განათლების, ოჯახის მხარდაჭერის, სოციალური მოხალისეობის პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობის პერსპექტივის საკითხები. ამ მიზნით უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმები, გაიმართება ონლაინ შეხვედრები. ამ ეტაპზე მხარეები შეისწავლიან ორმხრივად არსებულ რესურსებს და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სწავლების, კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის სფეროებში.