უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყება 20 სექტემბერს.
პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 8 სექტემბერიდან 24 სექტემბერის ჩათვლით.
რეგისტრაცია ნიშნავს დისტანციურად, შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
- განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე; (დანართი 1)
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
- ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სწავლების საფასურის 50%)
ყველა დოკუმენტი პდფ ფორმატში დასკანერებული გადმოგზავნეთ ელფოსტაზე:
პირველსემესტრელ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ გახსნილი ელექტრონული ფოსტა ონლაინ პლატფორმაზე - gmail.com
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599757046 გია სულაბერიძე
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 204 577 582
მიმღების ბანკი: სს საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000776531801