პროექტი „ საზღვრებს მიღმა“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 25 ივლისიდან უმასპინძლებს განსაკუთრებულ პროექტს - „ საზღვრებს მიღმა“.
პროექტით, რომელიც უკვე სადაცაა დაიწყება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული 60-ზე მეტი, განსაკუთრებულად ნიჭიერი ემიგრანტი ქართველი ბავშვი ჩამოვიყვანეთ, დავაბრუნეთ საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ფესვებთან! საიდან აღარ ჩამოდიან ბავშვები - საფრანგეთიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთინდან, იტალიიდან, გერმანიიდან… მოივლიან საქართველოს, წავიყვანთ მუზეუმებში და გაეცნობიან ჩვენს დიად ისტორიას, ეწვევიან საპატრიარქოს და შეხვდებიან ჩვენს უწმინდესს... მოისმენენ ლექციებს ჩვენი ქვეყნის კულტურაზე, სარწმუნოებაზე, ისტორიასა და ხელოვნებაზე საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში (მადლობა მის რექტორს, მამა ადამს ამისთვის )... დაესწრებიან ქართული კალიგრაფიის მასტერკლასს დაბოლოს, 29 ივლისს გვაჩუქებენ დაუვიწყარ საღამოს - ითამაშებენ სპექტაკლს თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე - ნოდარ დუმბაძის "Hellados" ბილეთები უკვე გაყიდვაშია და ბავშვები მთელი მონდომებით გადიან რეპეტიციებს და მთავარი სიხარული - ჩვენი ემიგრანტი ბავშვების გვერდით იქნებიან მათი თანატოლები აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და საინგილოდანაც კი მათ უნდა გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს! პირველ რიგში, ბავშვებმა უნდა გამონახონ საერთო ენა. დიდი ხანია ვამბობ - სახალხო დიპლომატიის გარეშე ვერ დავიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავათ ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და კულტურის მოღვაწე, თიკა სვანიძე-ვენკო და მის მიერ დაარსებული ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”.
პროექტი ეძღვნება ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის და ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძრის დაარსების 10 წლის იუბილეს.
P.S.
აქვე გაცნობებთ, რომ 29 ივლისის სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთების შეძენა შესაძლებელია ლინკზე: