აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

28 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე ; „დიმიტრი უზნაძე. დაბრუნება“. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები: შთამომავლები, ფსიქოლოგები, მეცნიერების ისტორიკოსები, კულტურის მკვლევარები, პედაგოგები, ფილოსოფოსები, მეცნიერების სხვადასხვა სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მიზანია, განვაცხადოთ მრავალწლიანი მეგაპროექტის დაწყება, რათა ხელი შევუწყოთ დიმიტრი უზნაძის ცხოვრების, მოღვაწეობის, სამეცნიერო შრომებისა და ფილოსოფიური შეხედულებების შესწავლას, დაინტერესებულ მეცნიერთა თავმოყრას ერთობლივი ინიციატივების (პროექტების) განხორციელების მიზნით და, საბოლოო ჯამში, იმ გზის გაკვალვას, რომელიც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს დიმიტრი უზნაძეს კაცობრიობის ისტორიაში.

მისამართი დიმიტრი უზნაძის 68

საკონტაქტო პირი

ბელა სარია - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის

ვიცე რექტორი

ტელეფონი: 599 115 744;

ელ - ფოსტა:

 

2024.11.26 1

Created by Joomla.ge