აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დიმიტრი უზნაძე. დაბრუნება, მრგვალი მაგიდა ამ სახელწოდებით ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები: დიმიტრი უზნაძის შთამომავალთა ოჯახების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მეცნიერების ისტორიკოსები, კულტურის მკვლევარები, პედაგოგები, ფილოსოფოსები, მეცნიერების სხვადასხვა სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ.

მამა ადამმა საზოგადოებას აუწყა ახალი მეგაპროექტის დაწყების თაობაზე, რომლის მიზანი დიდი ქართველი მეცნიერისა და მოღვაწის დიმიტრი უზნაძის ცხოვრების, მოღვაწეობის, სამეცნიერო შრომებისა და ფილოსოფიური შეხედულებების სიღრმისეული კვლევა და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ახალი ინფორმაციული ბაზისა და ვირტუალური მუზეუმის შექმნაა.
თამარ მეფის უნივერსიტეტი ამ მეგაპროექტის ფარგლებში ითანამშრომლებს თბილისის საკრებულოსთან, დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ფონდებთან, მუზეუმებთან, არქივებთან, დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობისა და შემოქმედების მკვლევარებთან.

რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა განაცხადა დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შესწავლის ფონდის შექმნის შესახებ. ამასთან უნივერსიტეტში დაარსდება დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია და გაიხსნება დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ვარსკვლავი. კიდევ რამდენიმე ინიციატივით უნივერსიტეტი მიმართავს თბილისის საკრებულოსა და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

2024.11.28 2


აზრი გამოთქვეს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა: ქართველ ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, პროფესირმა გივი ღამბაშიძემ, დიმიტრი უზნაძის შთამომავალთა ოჯახების წარმომადგენელმა ბატონმა ირაკლი შეროზიამ, სტუ-ის რელიგიის ისტორიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მამუკა გიორგაძემ, უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ჯავახიშვილმა, პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია კალანდარიშვილმა (ნიდერლანდები), თსუ პროფესორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ანასტასია ზაქარიაძემ, სკოლის პედაგოგმა და ფსიქოლოგმა ნანა ბოკუჩავამ, უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა პროფესორმა ბელა სარიამ, პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა კაკიაშვილმა, დოქტორანტმა ბესიკ ბოგველმა, არქიტექტორმა, ურბანისტმა და ქალაქმგეგმარებელმა პაპუნა ძიძიგურმა.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა.

დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შესწავლის ფონდი ბინას თამარ მეფის უნივერსიტეტში დაიდებს.

Created by Joomla.ge