2024 წლის 18 ივნისს სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას - “არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების საკითხებით დაინტერესებულმა, მოტივირებულმა ადამიანებმა, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებისა და N 10 საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ ერთობლივად შემუშავდა საკონფერენციო თემატიკა და მოხსენებები. კონფერენციაზე მიმოხილულ იქნა ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების როლის ხელშეწყობის პერსპექტივები. კონფერენციის მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები სამომავლოდ კვლავაც გეგმავენ აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაგრძელებას, ხოლო N10 საჯარო სკოლის პედაგოგები შეეცდებიან კვლევების შედეგად შემუშავებული ინოვაციური მეთოდების დანერგვას სასკოლო გარემოში .