მობილობის მსურველები უნდა გამოცხადეთ
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
2025 წლის 17თებერვლის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტებია საბაკალავრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
საკონტაქტო პირი გრიგოლ (გია) სულაბერიძე
ტელ: 599757046