წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტს (დუზჯე, თურქეთი) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს დუზჯეს უნივერსიტეტთან, რაც კიდევ უფრო გამყარდა უნივერსიტეტებს შორის დადებული მემორანდუმით.
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და დუზჯეს უნივერსიტეტს (დუზჯე, თურქეთი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს აკადემიური, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის ურთიერთგაცვლას, ასევე აკადემიური მასალების, პუბლიკაციებისა და სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.