სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს შორის 2024 წლის 12დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი იქნება ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა შემდეგი მიმართულებით: ჯანდაცვის; მედიცინის; ჰუმანიტარული მეცნიერებების. ასევე ხელი შეუწყობა და მხარდაჭერილი იქნება აკადემიური გაცვლის სხვა ფორმები და გახორციელდება ორ მხარეს შორის თანამშრომლობა, კერძოდ სტუდენტთა საერთაშორისო მობილობაში ჩართულობაში.