ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელმა მაია ბიბილეიშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
მხარეები ამით გამოხატავენ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სურვილს.
მემორანდუმის მიზანია, ა(ა) იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ“ უნივერსიტეტის სასწავლო ფართზე ბავშვის განვითარების ინკლუზიური ცენტრის ფუნქციონირება უზრუნველყოს 👏
ცენტრი განახორციელებს შემდეგ პროგრამებს: სკოლამდელი და ინკლუზიური განათლება, განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული პროგრამა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა 👏
გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მემორანდუმით და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სილაბუსის მიხედვით, სათანადო მოცულობისა და დატვირთვის პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, პრაქტიკაზე ჩაწერილი სტუდენტების მიერ პრაქტიკული კომპონენტების ათვისების მიზნით გამოყოფს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკის ინსტრუქტორს, რომელიც პროცესს უხელმძღვანელებს
გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს უნივერსიტეტთან შეთანხმებული კალენდრის შესაბამისად, სტუდენტთა პრაქტიკის მეცადინეობებს და შეფასებებს, ასევე უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებთან საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობას