საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
2022 წლის 14-15 ივლისს
გამართავენ მეცნიერთა და სტუდენტთა
მეორე ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული
ლიტერატურული პროცესი. პროზა.
კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ:
- მსოფლიო და ქართული ლიტერატურული პროცესების კვლევების პრობლემებსა და დილემებს, ლიტერატურის თეორიისა და კრიტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს;
- ლევან გოთუას, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, ოთარ ჩხეიძის, ოტია იოსელიანის, თამაზ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გრიგოლ აბაშიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ წულეისკირის, არჩილ სულაკაურის, გურამ გეგეშიძის, მერაბ ელიოზიშვილის, დემნა შენგელაიას, პარმენ ლორიასა და სხვათა შემოქმედებას;
- მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ( 5 0 -იანი, 60- იანი, 70 -იანი, 80-იანი წლების) ქართული ლიტერატურული პროცესის ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტს;
- მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ტოტალიტარისტული და პოსტტოტალისტური, კოლონიალისტური და პოსტკოლონიალისტური, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა, „ინტერნაციონალისტური“ და ინტერკულტურული განზომილებებს;
- მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამწერლობო ენის თავისებურებებს;
- მწერლებისა და პერსონაჟების მსოფლმხედველობრივ, ფსიქოტიპოლოგიურ, იდენტურობის განსაზღვრისა და სხვა საკითხებს;
- მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის (60- იანი, 70 -იანი, 80-იანი წლების) ქართული ლიტერატურული პროცესის კვლევების მიმართულებებს, თავისებურებებსა და პრობლემებს.
...............................
თითოეულ მოხსენებას დაეთმობა 15 წუთი, დისკუსიას - 10 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი :
- თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მოხსენების სათაური;
- მომხსნებლის სახელი, გვარი,
- მეცნიერისთვის - სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, უნივერსიტეტი
- სტუდენტისთვის - უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- ავტორ(ებ)ის მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი;
- ფონტი - sylfaen, ზომა -12, ინტერვალი -1,5
- თეზისების მოცულობა: არაუმეტეს 800 სიტყვისა;
- სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა თეზისები გამო გვი გზავნოთ 202 2 წლის 31 მაისის 2 2 სთ- მდე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2021 წლის 11 ივნისამდე.
საკონტაქტო პირები :
ბელა სარია ტელ.: 599115744 ელ-ფოსტა:
მარიამ კვერღელიძე ტელ.: 593743852 ელ-ფოსტა:
მოხსენება კონფერენციაზე წაკითხულ უნდა იქნას სლაიდების თანხლებით Power Point-ის გამოყენებით.