აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში შედგა მამა ადამის ახალი წიგნის "ნიჟარების ფონოგრამების" პრეზენტაცია. არაჩვეულებრივმა გარემომ, დარბაზში შექმნილმა პერფორმანსულმა სივრცემ მსურველები ვერ დაიტია.

პირველი სიტყვის წარმოთქმა თავად მწერალს ხვდა წილად. „ცისა და მიწის ოქროს წიგნის“ ავტორმა ისაუბრა მწერლის დანიშნულებაზე, სიტყვაკაზმული მწერლობის როლზე აღზრდის პროცესში, მხატვრული სიტყვის ქმნადობის ურთულეს გზაზე, ახალ წიგნზე მუშაობაში გატარებულ დროზე, პროექტის განხორციელების თავისებურებებზე. მადლობა გადაუხადა გამომცემლობა „შემეცნებასა“ და თითოეულ ადამიანს, ვინც წიგნზე მუშაობდა.

  

დამსწრე საზოგადოება დალოცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა. საღამოს ამის შემდეგ წარუძღვა თამარიუნის დეკანი, ასისტენტ-პროფესორი ბელა სარია, რომელიც გახლავთ „ნიჟარების ფონოგრამების“ რედაქტორი. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბატონი კახაბერ ლაბუჩიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი თამუნა პაიჭაძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი სალომე კაპანაძე, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ემზარ კვიტაიშვილი, თბილისის 23-ე სკოლის დირექტორი მაგდა ბარამიძე, მწერალი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მთავარი სპეციალისტი ირაკლი შამათავა, თამარიუნის პროფესორი, ენათმეცნიერი ინგა ღუტიძე, მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი, თბილისის 23-ე სკოლის მოსწავლე მარი სირაძე, გამომცემლობა „შემეცნების“ დირექტორი ქალბატონი ლია შალვაშვილი.

წიგნის წარდგინების შემდეგ მამა ადამმა მსახიობებთან ვახტანგ ახალაძესა და მაკა შალიკაშვილთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი „ქართული მიწაც ზეცაა“.

 

Created by Joomla.ge