აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
აკადემიურ თანამდებობაზე პერსონალის არჩევის საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კანონის - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 35-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად

1. 2023 წლის 25 მაისს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

1. ჰუმანიტარული მიმართულება
ქართული ფილოლოგია

ა) ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
ინგლისური ფილოლოგია
ა) ასისტენტ- პროფესორი - 1 ვაკანსია:


2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
2.1. ასიტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი და ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
ბ.ა) აქვს პროფესიული გამოცდილების 3 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და
ბ.ბ) გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
2.2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც
ა)არის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი
ბ) ფლობს არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებას შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) წარმოადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო
პუბლიკაციას/პუბლიკაციებს;
დ) წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო
კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ს.

3. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების გამოვლენის მიზნით, შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გრიგოლ სულაბერიძე - უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის კოორდინატორი, კომისიის წევრი;
ბ) ლანა სულხანიშვილი - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
გ) ნინო ბერაძე, კომიიის წევრი.

4. საკონკურსო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.
5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.
6. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ღია კენჭისყრით. კომისიის წევრი არ სარგებლობს კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლებით.
7. საკონკურსო კომისიის მუშაობის ის პროცედურები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანებით, შესაძლებელია დადგინდეს უშუალოდ კომისიის მიერ (მათ შორის კომისიის წერილობითი გადაწყვეტილების სახით).
8. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დანართი №1-ის ფორმის შესაბამისად (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს განცხადება ერთზე მეტი საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე);
ბ) კონკურსანტის ანკეტა დანართი 2-ის შესაბამისად ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ფოტოსურათი ბეჭდური და ელვერსია 3X4;
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი);
ვ) პედაგოგიური გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ზ) დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა, რომ არის უმაღლესი სასწავლებლის ქართული ფილოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტი;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
10. კონკურსის ვადები:
ა) კონკურსანტების მიერ ამ ბრძანებით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს: 2023 წლის 28 ივნისდან 5 ივლისის ჩათვლით. დოკუმენტების მიღება იწარმოებს მისამართზე: დ. უზნაძის ). საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,
ბ) კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივლისისა.
11. საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალში მითითებული ნებისმიერი ნაშრომი.
12. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ:
ა) ბოლო 6 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დ ო კ უ მ ე ნ ტ ი. .
13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის: ა) განათლების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან;
ბ) აკადემიური ხარისხი;
გ) შრომითი (სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სხვა) გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; დ) პუბლიკაციების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან;
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (პუბლიკაციები იმპაქტ- ფაქტორის მქონე ჟურნალებში); სხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციები (მონოგრაფია, სტატია რეცენზირებად, საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები და სხვ.);
ვ) მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში;
ზ) მოხსენებები ეროვნულ და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში;
თ) საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში; ი) საერთაშორისო სტიპენდიები;
კ) საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
ლ) საავტოროგამოგონებები;
მ) თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან;
ნ) მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა;
ო) სხვა სახის აქტივობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (ჯილდო, კომპიუტერთან მუშაობის უნარები, ენების ცოდნა და სხვა).
14. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გაფორმდეს ოქმის სახით.

15. საკონკურსო კომისიის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო განაცხადით კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღიდან და გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.
16. სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღებიდან 2 დღის ვადაში.
17. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
18. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
19. უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღებისა და რეგისტრაციის ორგანიზებულად წარმართვის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალს.
20. ბრძანების შესრულების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კოორდინატორს.
21. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 


დანართი №1 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო განცხადების ფორმა

 


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა საკონკურსო კომისიას

მოქალაქე
(კონკურსანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

კომპეტენციის ფარგლებში მსურს მონაწილეობა მივიღო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. მიმართულება:

 

ვადასტურებ, რომ გავეცანი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ აკადემიური თანამდებობების დაკავების წესის შესახებ რეგულაციებს.

ხელმოწერა:

თარიღი:

საკონტაქტო ინფორმაცია /მისამართი/:

ტელეფონი / ელ.ფოსტა:

 



ივსება უნივერსიტეტის პერსონალის მიერ: განცხადების მიღების თარიღი: განცხადება ჩავიბარე:

დანართი 2

ანკეტა

ა) პირადი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
გვარი
სახელი
მამის სახელი
დაბადების თარიღი
მოქალაქეობა
მისამართი
ტელეფონი
ელ.ფოსტა

ბ) დასაკავებელი აკადემიური თანამდებობა (მონიშნეთ)
 პროფესორი
 ასოცირებული პროფესორი
ასისტენტ პროფესორი
ასისტენტი

მიმართულება/სპეციალობა/
სპეციალიზაცია

 


1. განათლება:
№ წლები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი/სკოლა
მინიჭებული კვალიფიკაცია დიპლომის #

2. აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (PhD/ საკანდიდატო დისერტაციის დაცვა;
ჰაბილიტაცია/პოსტ-სადოქტორო დისერტაციის დაცვა)
დისერტაციის დაცვის თარიღი
დისერტაციის თემა
მინიჭებული კვალიფიკაცია
კვალიფიკაციისდამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი

3. სამუშაო გამოცდილება (შეავსეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით, დაიწყეთ უახლესი ინფორმაციით)
პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება წელი უმაღლესი განათლების საფეხური
სასწავლო კურსის
დასახელება

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილება
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის
დასახელება წელი განყოფილება/დეპარტამენტი სამეცნიერო-კვლევითი თემის/პროექტის
დასახელება

3.1. პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
თარიღი დაწესებულების დასახელება და დაკავებული თანამდებობა


4. პუბლიკაციების ჩამონათვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში (ცხრილი შეავსეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით, დაიწყეთ უახლესი ინფორმაციით)

№ ავტორები ყველა თანაავტორის მითითებით
პუბლიკაციის სახეობა (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, პუბლიკაციები იმპაქტ-ფაქტორიან, რეფერირებად, რეცენზირებად, საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები (Proceedings) და სხვ.) პუბლიკაციის სათაური, ჟურნალის/ გამომცემლობის დასახელება, ტიპი/ტომი, გვერდები, პუბლიკაციის ელექტრონული მისამართი (არსებობის შემთხვევაში). გამოქვეყნების წელი

5. სამეცნიერო კონფერენციებში/ ფორუმებში (საერთაშორისო/ეროვნული/ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები) მონაწილეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში(ცხრილი შეავსეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით, დაიწყეთ უახლესი ინფორმაციით)

№ წელი ღონისძიების სახელწოდება ადგილი მოხსენების სათაური


6. საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში

№ განხორციელების წლები დონორი ორგანიზაცია, პროექტის
№ პროექტის დასახელება როლი პროექტში

7. საერთაშორისო სტიპენდიები

№ წელი გამცემი ორგანიზაცია

 

8. საერთაშორისო სამეცნიერო წოდება

№ წოდება მინიჭების წელი მიმნიჭებელი ორგანიზაცია


9. საავტორო გამოგონებები (პატენტები)

№ გაცემის წელი პატენტის დასახელება პატენტის გამცემი ორგანიზაცია პატენტის სარეგისტრაციო ნომერი


10. თანამშრომლობა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/სამეცნიერო ცენტრებთან
(უცხოეთისუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/სამეცნიერო ცენტრთან ერთობლივ სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, მივლინება/სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.)

თანამშრომლობის ფორმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო ცენტრის დასახელება დაწყებისა და დასრულების თარიღი

11. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგები

თარიღი კურსების/ტრენინგებისდასახელება დიპლომის/სერტიფიკატისნომერი
განმახორციელებელი ორგანიზაცია, ადგილი

12. მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა
13. ენების ცოდნა:
№ უცხო ენები A1-A2 B1-B2 C1-C2

14. კომპიუტერული უნარები:
№ პროგრამის სახელწოდება ცოდნის დონე

15. დამატებითი ინფორმაცია:

 


პირადი ხელმოწერა:
თარიღი:


 

 

Created by Joomla.ge