სტუდენტური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად არაფორმალური განათლების ფარგლებში თამარიუნის სტუდენტებისათვის შეიქმნა კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა - „თბილისმცოდნეობა“.
პარასკევს 14 ნოემბერს 15:00 საათზე ჩატარდა „თბილისმცოდნეობის“ პირველი ღონისძიება - ვეწვიეთ დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას პატივსაცემად აღმართულ მემორიალს ფალიაშვილის ქუჩაზე.
კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) დიდი ქართველი მწერალია, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
გამორჩეულმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ერს დაუტოვა ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს უწრთობს სულს და მარადიული სოფლის მოქალაქეობისათვის ამზადებს. მისი მაღალი სულიერების ბრწყინვალებაში თანამედროვობის ორი უდიდესი ქართველი აღიზარდა - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
თბილისში, ფალიაშვილის ქჩაზე დგას კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელც მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილმა შექმნა, არქიტექტორი - თამაზ თევზაძე
ძეგლის და მემორიალის რეკონსტრუქცია უკავშირდება ბატონი მერაბ თევზაძის სახელს, ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა თბილისის დიდი მოამაგის, არქიტექტორის, ბატონი პაპუნა ძიძიგურის მიერ.
შემეცნებით საუბრებს გაუძღვნენ ბატონი პაპუნა ძიძიგური, უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) და ვიცერექტორი ბელა სარია.
თამარიუნის სტუდენტების პირველი შეხვედრა თბილისისა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობასთან შედგა!
წინ „თბილისმცოდნეობის“ ბევრი დაუვიწყარი ღონისძიება გველოდება.